Saturday, May 12, 2012

ლიქიორი


ლიქიორი (ფრ. liqueur < ლათ. licour — სითხე)— მაგარი სპირტიანი სასმელი, რომელიც შეიცავს 35%-მდე შაქარს და 45%-მდე (მოცულობით) სპირტს. დასავლეთ ევროპაში ლიქიორი პირველად ჰოლანდიაში დაამზადეს. ძველად ლიქიორის დასამზადებლად იყენებდნენ სამკურნალო ბალახებს, ყვავილებს, ნაყოფს. განსაკუთრებით მაღალი ხარისხის ლიქიორს ამზადებდნენ საფრანგეთში. უძველესი ფრანგული ლიქიორებია შარტრეზი და ბენედიქტინი.
განასხვავებენ მაგარ, სადესერტო და კრემლიქიორებს. ლიქიორს ამზადებენ ხილისა და კენკრის დასპირტული წვენების, ფესვების, თესლების, ყვავილების, ციტრუსების ნაყოფის კანის, კაკაოსა და ყავის მარცვლების, სანელებლების (ვანილი, მიხაკი,დარიჩინი და სხვა.). დასპირტული ნაყენის, ეთერზეთების, არომატული სპირტების, შაქრის სიროფის (ზოგჯერ სახამებლის ბადაგის), კარგად გაწმენდილი რექტეფიცირებული სპირტის (ზოგჯერ კონიაკის სპირტის), ლიმონის მჟავასა და დარბილებული წყლისაგან.

No comments:

Post a Comment