Thursday, May 17, 2012

ალკოჰოლური სასმელები


ალკოჰოლური სასმელი ეთანოლის შემცველი სასმელია. ალკოჰოლის გაყიდვა და გამოყენება ქვეყანათა უმრავლესობაში იზღუდება.
ეთანოლი (CH3CH2OH) ალკოჰოლურ სასმისებში თითქმის ყოველთვის ფერმენტაციის საშუალებით მიიღება, რაც ჰიდროკარბონატების (როგორც წესი, შაქრის) მეტაბოლიზმია საფუარი სოკოს ზოგიერთი ნაირსახეობის მეშვეობით უჟანგბადო გარემოში. ამ პროცესს გამოხდას უწოდებენ.ალკოჰოლური სასმელები 50%-ზე მეტი ეთანოლის შემცველობით ადვილად აალებადია.
არსებობს ალკოჰოლური სასმელების მრავალი სახეობა: ღვინო, კონიაკი,  ლუდი, ვისკი, არაყი და სხვ. 

როგორ მივიღოთ სწორად ალკოჰოლური სასმელი


 არსებობს 3 მიზეზი რაც ალკოჰოლის მიღების დროს ხელს უწყობს წონის მომატებას:
1. ალკოჰოლი ზრდის მადას
იგი მოქმედებს როგორც ცხიმების გამხსნელი, ამაღლებს უჯრედების გამტარუნარიანობას, გლუკოზა სისხლიდან გადადის უჯრედებში, რის გამოც მისი რაოდენობა სისხლში მკვეთრად ეცემა და ჩნდება შიმშილის შეგრძნება. ეს ყველაფერი კი მთავრდება ბევრი საკვების მიღებით.
2. ალკოჰოლი აბინდებს გონებას და ასუსტებს ნებისყოფას
ალკოჰოლის მიღებისას თქვენ ვეღარ აკონტროლებთ თავს და თქვენი მისწრაფება დიეტისადმი მცირდება.
3. თავისთავად ალკოჰოლი კალორიული ნივთიერებაა
მაგალითად 100 გრამ არაყში არის იმდენი კალორია, რამდენიც 1 სტანდარტული თეთრი პურის მეოთხედშია, მითუმეტეს ეს კალორიები არ იძლევა დანაყრების შეგრძნებას. არსებობს რამოდენიმე საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის დაძლევაში, რაც უფრო ნელა და დროში გაწელილად მიიღებთ ალკოჰოლს, მით უფრო დაბალი და ნაკლებად მავნებელი იქნება სისხლში მისი კონცენტრაცია.
აქედან გამომდინარეობს:
1. რაც უფრო ნელა ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელებს, მით უფრო ნაკლებად საზიანოა იგი ჩვენი ორგანიძმისათვის. საერთოდ 50 გრამ ალკოჰოლზე მეტის მიღება არასასურველია. რაც დაახლოვებით უდრის 120 მლ კონიაკს ან არაყს;
2. ალკოჰოლის რაც უფრო დაბალი შემცველობა აქვს სასმელს, მით უკეთესია;
3. ალკოჰოლური სასმელებიდან უფრო ნაკლებად მავნებელია მშრალი წითელი ღვინო. არაყთან და ჯინთან შედარებით კი კონიაკი და ვისკია უფრო ნაკლებად მავნებელი.
4. ორგანიზმის მიერ ალკოჰოლის ათვისების სისწრაფე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა საკვებს ვიღებთ სასმელთან ერთად. მაგალითად, ხორციანი კერძებისა და პურის მიღების დროს ორგანიზმი გვიან ითვისებს ალკოჰოლს. მაგრამ თუ სასმელს მიაყოლებთ ხილს ან გაზიან სასმელს ალკოჰოლი უფრო სწრაფად შეაღწევს თქვენ ორგანიზმში.

ღვინო



ღვინო არის ალკოჰოლური სასმელი, წარმოებული ყურძნის წვენის ფერმენტაციით. თუმცა არსებობს სხვა ხილის ღვინოებიც, მათ შორის ქლიავის, შავი მაყვლის და მოცხარის. უყურძნოდ დამზადებულ ღვინოებს ხილის ან სოფლის ღვინოს უწოდებენ. სასმელები მიღებული სხვა ფერმენტირებადი მასალისგან, როგორიცაა თაფლი ან მიღებული დისტილირების მეთოდით, როგორიცაა ბრენდი , ღვინის კატეგორიაში არ არის.
როგორც დასტურდება მატერიალური მემკვიდრეობიდან, დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ვაზის კულტურას უძველესი, ადრეული ბრინჯაოს ხანიდან იცნობდნენ.
კატეგორიების მიხედვით ღვინო არის ჯიშობრივი და კუპაჟური. ჯიშობრივ ღვინოს ამზადებენ ერთი ჯიშის ყურძნისგან, კუპაჟურს კისხვადასხვა ყურძნის ჯიშის ნარევისაგან. ყურძნის ღვინო ორგვარია: წყნარი ღვინო, რომელიც თითქმის არ შეიცავს ნახშირორჟანგს და ნახშირორჟანგის შემცველი.წყნარი ღვინო ხარისხის მიხედვით არის ორდინალური, სამარკო და საკოლექციო. დაუძველებლად გამოშვებულ ღვინოს ორდინალურს უწოდებენ, დაძველებულ მაღლხარისხოვანს კისამარკოს. განსაკუთრებით მაღალხარისხოვან ღვინოს, რომელსაც კასრებში საწარმოო დაძველების გარდა ბოთლებშიც აძველებენ (2-3 წლიდან განუსაზღვრელ დრომდე), საკოლქციო ღვინო ეწოდება. ღვინის დამზადების პროცესები მიმდინარეობს ძირითადად მუხის კასრებში, როფებში, რკინაბეტონის რეზერვუარებში, ლითონის ცისტერნებსა და ქვევრებში.საქართველოში 575-ზე მეტი ვაზის ჯიშია ცნობილი და მეღვინეობა-მევენახეობის კულტურას ძალიან ძველი და მდიდარი ისტორია აქვს. აქ ვაზი მუდამ წმინდა, ღვთაებრივ მცენარედ იყო მიჩნეული, ხოლო ღვინოს საკრალური და კეთილშობილი დანიშნულება ჰქონდა. ერთხანს, ღვინის სამშობლოდ შუამდინარეთი იყო მიჩნეული, მაგრამ საქართველოში წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრება უფრო ძველ და უნიკალურ მასალას მიაგნო, რის შედეგადაც, სწორედაც რომ, საქართველო იქნა აღიარებული მეღვინეობა-მევენახეობის ისტორიულ სამშობლოდ.
ქართული სამარკო ღვინოებისუფრის მშრალი ღვინოები: წინანდალი, გურჯაანი, ნაფარეული, ბახტრიონი, მანავი, ვაზისუბანი, ციცქა, ცოლიკაური, რქაწითელი, ტიბაანი, თელავი, სვირი, სამება, თელიანი, ნაფარეული, ყვარელი, მუკუზანისუფრის მშრალი ორდინალური ღვინოები: ჰერეთი, გარეჯი, გელათი, კახეთი, დიმი, ბოდბე, შუამთა, საფერავი.ნახევრადმშღალი ღვინოები: აგუნა, საჩინო, მთაწმინდა, ანაკოფია, თბილისური, ფიროსმანი, ბარაკონი.ნახევრადტკბილი ღვინოები: ახმეტა, ტვიში, თეთრა, ჩხავერი, სავანე, ფსოუ, ალაზნის ველი, ხვანჭკარა, ოჯალეში ქინძმარაული, ახაშენი, თავკვერი, უსახელაური, აფსნი, ლისნი, ალაზნის ველი, ალადასტური.მაგარი ღვინოები (პორტვეინი): კარდანახი, ანაგა, სიღნაღი, ივერია, კოლხეთი, ტარიბანა, ლელო, მარაბდა.


სადესერტო ღვინოები: საამო, ხიხვი, სალხინო, აფხაზეთის თაიგული.





Saturday, May 12, 2012

ალკოჰოლური სასმელები გულით ავადმყოფ მამაკაცებს სიცოცხლეს უნარჩუნებს


ალკოჰოლის მავნებლობასა და სარგებლობაზე დავა არ წყდება. ჟურნალ European Heart Journal-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ყოველდღიურად გარკვეული ოდენობის ალკოჰოლური სასმელის მიღება დადებითად აისახება მამაკაცების ჯანმრთელობაზე, რომლებმაც გულის შეტევა გადაიტანეს.
კვლევა ბოსტონის ბრიგამის ქალთა საავადმყოფოს სპეციალისტებმა ჩაატარეს. ისინი 1800 პაციენტს აკვირდებოდნენ, რომლებსაც საკუთარი ცხოვრების წესზე უნდა მოეთხროთ. აღმოჩნდა, რომ დღეში ერთი ან ორი ჭიქა ნებისმიერი სახის ალკოჰოლური სასმელის მიღება გულსისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის რისკს 42%-ით ამცირებს, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც ალკოჰოლს არ მოიხმარენ.  
ავტორები აღნიშნავენ, რომ კვლევა თავისი შინაარსით უნიკალურია. ის ალკოჰოლის ეფექტურობაზე ამახვილებს ყურადღებას. ჯერჯერობით  უცნობია, აქვს თუ არა ალკოჰოლს ასეთივე დადებითი გავლენა გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე ქალებისთვის.

ლიქიორი


ლიქიორი (ფრ. liqueur < ლათ. licour — სითხე)— მაგარი სპირტიანი სასმელი, რომელიც შეიცავს 35%-მდე შაქარს და 45%-მდე (მოცულობით) სპირტს. დასავლეთ ევროპაში ლიქიორი პირველად ჰოლანდიაში დაამზადეს. ძველად ლიქიორის დასამზადებლად იყენებდნენ სამკურნალო ბალახებს, ყვავილებს, ნაყოფს. განსაკუთრებით მაღალი ხარისხის ლიქიორს ამზადებდნენ საფრანგეთში. უძველესი ფრანგული ლიქიორებია შარტრეზი და ბენედიქტინი.
განასხვავებენ მაგარ, სადესერტო და კრემლიქიორებს. ლიქიორს ამზადებენ ხილისა და კენკრის დასპირტული წვენების, ფესვების, თესლების, ყვავილების, ციტრუსების ნაყოფის კანის, კაკაოსა და ყავის მარცვლების, სანელებლების (ვანილი, მიხაკი,დარიჩინი და სხვა.). დასპირტული ნაყენის, ეთერზეთების, არომატული სპირტების, შაქრის სიროფის (ზოგჯერ სახამებლის ბადაგის), კარგად გაწმენდილი რექტეფიცირებული სპირტის (ზოგჯერ კონიაკის სპირტის), ლიმონის მჟავასა და დარბილებული წყლისაგან.

კონიაკი


კონიაკს საკმაოდ დიდი ხნის და ბურუსით მოცული ისტორია აქვს. ყურძნის წარმოების დაწყება ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნესთან არის დაკავშირებული. თანამედროვე საფრანგეთის ტერიტორიაზე რომაელებმა ვენახის გაშენება დაიწყეს. მოგვიანებით, მესამე საუკუნის ბოლოს, რომის იმპერატორმა პრობუსმა მეღვინეობით დაკავებისათვის უფლებები გააფართოვა.
მე-12 საუკუნეში, ჰაიენის ჰერცოგის გილიომ X-ისა (Guillaume X) და გრაფ პუატიეს წყალობით, ლა როშელის ირგვლივ, დიდი ვენახი გაჩნდა, რომელსაც პუატუს ვენახი უწოდეს. შემდგომ საუკუნეში ამ ყურძნისგან ღვინოს აყენებდნენ, რომელიც არამარტო საფრანგეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც იყიდებოდა.
ნავების ერთ-ერთი სადგური, რომელიც მდინარე შარანტის აუზში მდებარეობდა, თავისი ვენახების ხარისხითა და სიძველით ყველასგან გამოირჩეოდა. ამ სადგურს კონიაკი ერქვა. მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში ჰოლანდიური გემები ამ ტერიტორიაზე ცნობილი ღვინოების-შამპანისა და ბორდერისთვის შედიოდნენ. ასე იქცა საფრანგეთი ევროპაში ღვინის მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყნად.

წარმოების ტექნოლოგია


კონიაკის წარმოების ტექნოლოგია რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში გაუმჯობესდა და უფრო სრულყოფილი გახდა. თეთრი ყურძნის შერჩეული სახეობები (უნი ბლანი, კოლომპარი, ფოლ-ბლანში, სენტ-ემილიონი), რომელიც ოქტომბერში იკრიფება, სპეციალური მეთოდით იწურება. მიღებული წვენის დუღილი დაახლოებით, 3-4 კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. შედეგად, ახალგაზრდა, მშრალი ღვინო ბლან-დე-ბლანი (Blanc de Blanc) მიიღება. კონიაკის წარმოებაში ძალიან მნიშვნელოვანია პირველი ეტაპი-ე.წ. გამოხდა. ის მოსავლის აღების შემდგომ წელს, აუცილებლად, 31 მარტამდე ხდება. როგორც პირველი, ისე მეორე გამოხდა სპეციალური აპარატის მეშვეობით ხორციელდება, რომელსაც alambic charentais ჰქვია. ტრადიციისამებრ, ის სპილენძისგან მზადდება, რადგან ის ღვინის მჟავას უძლებს. 9 ლიტრი ღვინის გამოხდა დაახლოებით, 1 ლიტრ კონიაკის სპირტს გვაძლევს. საწყის დისტილანტს-tetes და ბოლოს, რომელსაც guenes ჰქვია, ასხამენ, რადგან ის ბევრ არასახარბიელო ნივთიერებას შეიცავს.
მეორე გამოხდა განსაკუთრებულ დაკვირვებასა და ყურადღებას მოითხოვს. მას bonne chaaffe ჰქვია. სპირტი 12 საათის განმავლობაში ნელა გამოიხდება. ისევე, როგორც პირველი დისტილაციის შემთხვევაში, რჩება მხოლოდ ერთი "გული". სითხე, რომლის სიმაგრეც 69-დან 72 გრადუსამდე მერყეობს, შემდგომში დაძველდება. შემდგომი ეტაპი კონიაკის დაძველებაა, რაც ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება. სასმელი 350 ლიტრიან მუხის კასრებში, 3-დან 5 წლამდე და ზემოთ, ძველდება. მასალა, რომლისგანაც კასრია დამზადებული, არანაკლებ მნიშვნელოვანია. კონიაკის შენახვის ვადა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე და ის შეიძლება 100 წელს აღწევდეს.



ვისკი

ვისკი არის მაგარი სპირტიანი სასმელი, რომელიც ნატურალური მარცვლეულის, წყლისა და საფუარისგან მზადდება. სასმელი მუხის ან ალუბლის კასრში ინახება. მისმა ძლიერებამ და არომატების ფართო პალიტრამ ბევრი ქვეყანა დაიპყრო, შედეგად გაჩნდა ვისკის უამრავი ნაციონალური ვარიაცია, ისეთი, როგორიცაა-ამერიკული ბურბონიკანადურიირლანდიური,შოტლანდიური, იაპონური ან ავსტრალიური.



ბურბონი




ამერიკული ვისკი ამერიკაში შოტლანდიიდან და ირლანდიიდან გადასახლებულთა წყალობით გაჩნდა. სახელწოდებად ამერიკელებმა ვისკის ირლანდიური დაწერილობა Whiskey შეარჩიეს. წარმოების დროს, პოპულარული სასმელის ამერიკულ ვერსიაში მოხარშული სიმინდი და თავთავები გამოიყენება. ვისკის ინახავენ გამომწვარ კასრში, რაც მას მოტკბო გემოსა და ლამაზ, ოქროსფერს აძლევს. ამერიკულ ვისკის შემდეგი წესის მიხედვით განასხვავებენ: Straight Whiskey-მისი წარმოების პროცესში მარცვლეულს იყენებენ და მას არანაკლებ 2 წლის განმავლობაში აძველებენ. არსებობს მისი რამდენიმე სახეობა: Bourbon-ყველაზე პოპულარული და ძველი ამერიკული ვისკი. იწარმოება მარცვლეულისგან, რომელიც არანაკლებ 51% სიმინდს შეიცავს. მას ეს სახელი ძველი პროვინციის ბურბონის (კენტუკის შტატი) პატივსაცემად ეწოდა. Rye whiskey-იგი არანაკლებ 51% ხორბლის თავთავს შეიცავს. Corn whiskey-ვისკი დამზადებული 80 ან მეტი პროცენტი სიმინდისგან. იგი ძირითადად ადგილობრივი მოხმარებისთვის იწარმოება. Wheat whiskey-მზადდება მარცვლეულისგან, რომელიც არანაკლებ 51% ხორბალს შეიცავს. Blended Whiskey-ეს არის ნაერთი, რომელიც არანაკლებ 20% straight whiskey-ს და 80% სხვა სორტის ვისკის ან სუფთა სპირტს უნდა შეიცავდეს. Light Whiskey-ვისკის ეს სახეობა დისტილაციას მაღალ ტემპერატურაზე გადის და მუხის კასრებში ძველდება. ეს მას აძლევს ღია ფერს განსაკუთრებული შეფერილობის გარეშე. Sour Mash Whiskey-ამ ვისკის გემო და არომატი მუდმივად ერთნაირია. Sweet Mash Whiskey-ასეთი ვისკის წარმოებისას შედეგის მიღწევა ახალი საფუარის საშუალებით ხდება. Tennessee Whiskey-ვისკი 3 მეტრიანი ფილტრების საშუალებით იწმინდება. ასე ვისკის მხოლოდ ტენესის შტატში აწარმოებენ, საიდანაც მომდინარეობს ეს სახელწოდება. Bottled-in-Bond Whiskey-როცა ეტიკეტზე ამ სახელწოდებას წაიკითხავთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ეს ვისკი საცავებში 4-დან 8 წლამდეა დაძველებული, რასაც სახელმწიფო აკონტროლებს. საუკეთესო სორტის ამერიკულ ვისკის ტენესისა და კენტუკის შტატებში ამზადებენ.



Jack Daniel's







Jack Daniel's (ჯეკ დენიელსი) არის ტენისის ვისკებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო გაყიდვადი სასმელი მსოფლიოში და ის ასევე არის გამორჩეული თავისი კვადრატული ბოთლის ფორმით და შავი იარლიყით. ის გვხვდება ფილმებში, სიმღერებში, რომანებში და არის ძლიერ დაკავშირებული როკ-ენ-როლთან, ქანთრისთან, ამერიკელ ჯიმი პეიჯთან, ფრენკ სინატრასთან, კიტ რიჩარდსთან, ლემისთან, ნიკი სიქსთან და სლეშთან.
ბრენდი არის წარმოებული ქალაქ ლენჩბურგში ჯეკ დენიელსის არყის სახდელ ქარხანაში, 1956 წლიდან მისი მფლობელი გახდა კომპანია ბრაუნ-ფორმენი. მიუხედავად ქარხნის ექსპლოატაციისა მისი სახლი მური რჩება.   

რომი


 რომი ეს ძლიერი სპირტიანი სასმელია, რომელიც შაქრის ლერწმის საკმაოდ რთული გზით გადამუშავების შედეგად მიიღება. არსებობს რომის რამდენიმე სახეობა. ღია ფერის რომს, ანუ უფერო, ოქროსფერი და მუქი რომი.სიტყვა რომის (ინგლ. rum) წარმომავლობა უცნობია. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ის სიტყვისგან rumbullion მომდინარეობს, რაც „დიდ ხმაურს“ ნიშნავს. მეორე ვარიანტის მიხედვით, რომი სპირტიანი სასმელებისთვის განკუთვნილი ბოკლის სახელწოდებიდან rummers მომდინარეობს, რომელსაც ჰოლანდიელი მეზღვაურები იყენებდნენ. სხვა ვარიანტებს შორისაა ლათინური სიტყვის saccharum (შაქარი) შემცირებული ვერსია და ფრანგული arôme (არომატი).   




ლუდი

ლუდი — მცირეალკოჰოლიანი არომატული სასმელი, რომელსაც სვიის მომწარო გემო დაჰკრავს; ღებულობენ ქერის ალაოს,სვიისა და წყლისაგანმიღებული ტკბილის ალკოჰოლური დუღილით. ზოგიერთი ხარისხის ლუდის მისაღებად ქერის ალაოს ნაწილობრივ ცვლიან ბრინჯის, სიმინდის ან ქერის ფხვნილით, აგრეთვე შაქრით. ლუსის მიღების ტექნოლოგიური პროცესის ძირითადი სტადიებია: ქერის, ალაოსა და ლუდის ტკბილის დუღილი ლუდის საფუვრით; დადუღება (დამწიფება); გაფილტვრა და ჩამოსხმა. ალაოს მისაღებად ქერს წმენდენ, ახარისხებენ, ალბობენ, აღივებენ. შემდეგ მწვანე ალაოს აშრობენ, აცლიან ღივებს და აყოვნებენ. ლუდის ტკბილის მისაღებად ალაოს აპრიალებენ, აქუცმაცებენ დაწყალში ურევენ, მიღებულ მასალაში განსაზღვრულ ტემპერატურაზე მიმდინარეობს ფერმენტაციული პროცესები, რომელთაგან ძირითადია სახამებლის დაშაქრება, რომლის დამთავრების შემდეგ მასალას ფილტრავენ და გამჭვირვალე ტკბილის სვიასთან ადუღებენ საჭირო სიმკვრივის ნარევის მიღებამდე. შემდეგ ტკბილს აცლიან სვიას, წმენდენ და აცივებენ. ტკბილს ადუღებენ ლუდის სპეციალური საფუვრით. სადუღარ აპარატებში (ტემპერატურა 5-9 °C, დროის ხანგრძლივობა -7-8 დღე-ღღამე), რის შედეგად მიიღება მჭვანე ლუდი, რომელსაც დასადუღებლად და დასამწიფებლად გადიტანენ დახურულ ცილინდრულ ჭურჭელში, ე.წ. ტანკში (დროის ხანგრძლივობა 21-90 დღე-ღამე, ტემპერატურა 0-2 °C). აქ ლუდი გაჯერდება ნახშირორჟანგით, იწმინდება და იღებს საჭირო გემოს. საბოლოოდ ლუდს ფილტრავენ, შემდეგ კი ჩამოასხამენ.